„სასტიკი ადამიანი“ - თამარ ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილზე

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვფიქრობ, რომ ბევრი მიზეზით პოზიტიური იყო გუშინდელი დღე, პირველ რიგში იმიტომ, რომ მან პირადად აიღო პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე რასაც აქამდე ვისმენდით მისი გუნდის წევრებისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილმა გუშინ ვეღარ შეინარჩუნა ჰუმანური სახე, რასაც ის ამ დრომდე ახერხებდა ხოლმე და საზოგაოდების წინაშე სასტიკი ადამიანი წარსდგა.

„ძალიან შერეული მესიჯები იყო. ხან საუბარი იყო იმაზე, რომ მაინც მივდივართ ევროპაში ხან იმაზე იყო საუბარი, რომ არიან ვიღაცები ვინც ცუდები არიან. გუშინ ეს ყველაფერი დასრულდა და მან აიღო პასუხისმგებლობა საგარეო კურსის ცვლილებაზე და თქვა, რომ მე ვარ ავტორი, საუბარი კი არა ან ვინმე სხვა, მე ვარ ავტორი ამ ყველაფრის და ეს მომდინარეობს ჩემგან და მე მიმაჩნია, რომ ის პარტნიორები ვინც ამ ქვეყანას იცავენ მტრისგან და ეხმარებიან ესენი გამოაცხადა მტრად. კი მოაყოლა სადღაც რომ 2030-ში გავხდებით ევროკავშირის წევრიო, მაგრამ ესეც მისი მომხრეებისთვის დისონანსს წარმოადგენს, მაგრამ ვერ იტყვის ღიად , რომ აღარ ვწევრიანდებით, რადგანაც დაკარგავს მომხრეების ძალიან დიდ პროცენტს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აქამდე ის ახერხებდა რაღაც ჰუმანური სახე შეენარჩუნებინა, გუშინ იყო სასტიკი ადამიანი რომელიც ამბობდა, რომ სიმართლე არის მარტო ის რასაც ჩვენ ვამბობთ და მარტო ისე რასაც ჩვენ ვამბობთ და ყველა დანარჩენი არის ერთი დიდი მტერი და ჩვენ მათ ყველას გავუსწორდებით", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა