ლონდონში მამაკაცმა სამურაის ხმლით 13 წლის ბავშვი მოკლა

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამურაის ხმლით შეიარაღებულმა კაცმა, ლონდონში, 13 წლის ბავშვი მოკლა და ოთხი ადამიანი დაჭრა. დაჭრილთა  შორის ორი პოლიციელია.

ბრიტანეული მედიის ცნობით, ენოს გარეუბანში სახლს ფურგონი შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა.

პოლიციას და ფურგონის მძღოლს შორის შელაპარაკების შემდეგ მძღოლმა მანქანიდან სამურაის ხმალი აიღო და გაქცევა სცადა. პოლიციამ აგრესიული  მამაკაცი ელექტროშოკით გათიშა და დააკავა.

დაკავებამდე 36 წლის მამაკაცმა 5 ადამიანს, მათ შორის 13 წლის ბავშვს და ორ პოლიციელს მიაყენა ჭრილობა. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 13 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა