ქალმა თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო დათმო - ოხანაშვილი დეკანოიძეზე

სულ ნახვები : 257
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქალმა, რომელმაც დათმო თავისი ქვეყნის მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სამსახურში შესვლის გამო, მორალური უფლება არ გაქვთ რომ ისაუბრო, - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა წევრს, დეპუტატ ხატია დეკანოიძეს.

ოხანაშვილმა ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მიმართა და სთხოვა გადაეღოთ, როგორ გამოიყურება ღალატის სახე.

„კარგია, თქვენი სახე უნდა ნახოს ხალხმა ბოლომდე, ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ სახეები გადაიღეთ, ამათი სახეები, ღალატის სახეები როგორია, გადაიღეთ.

ეს არის ხალხი, რომელიც სამშობლოზე საუბრობს. მე ჟურნალისტებს ვთხოვ, ღალატის სახეები როგორია დააფიქსირეთ, რომ ნახოს საზოგადოებამ. როდესაც ვეუბნებით ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა რას ნიშნავს, რეზოლუციის მოღალატეობრივი ხელმოწერა რას ნიშნავს, რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს, ორდენის მიღება რას ნიშნავს -ღალატის სახე როგორია დააფიქსირეთ კამერებმა, გთხოვთ- სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე რუსეთის მხარდაჭერა, რომ გაერთიანებულიყო ამ ორგანიზაციაში, ეს არის ღალატის სახე და ძალიან კარგად ვხედავ“, - თქვა ოხანაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა