ზუსტად ასე იშველიებდა „გამჭვირვალობას“ ვლადიმერ პუტინი - ვაშაძე უმრავლესობას

სულ ნახვები : 132
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პასუხი გაეცით ხალხს, - რატომ დაემთხვა თქვენი კანონის მიზანი და რუსული კანონის მიზანს? - მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას პარლამენტის სესიაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მეორე განხილვა  მიმდინარეობს.

ვაშაძის თქმით, ყველა საერთაშორისო პარტნიორმა გარკვევით გვითხრა, რომ ამ კანონს ანალოგია მხოლოდ  რუსულ კანონთან აქვს.

„ფრანგებმაც, ბრიტანელებმაც, ამერიკელებმაც, ევროკავშირის წარმომადგენლებმა,  ყველამ გითხრათ - ერთადერთი, რასთანაც ანალოგია აქვს ამ კანონს, არის რუსული კანონიო, იმიტომ რომ მიზანი ამ კანონის არის ყალბი გამჭვირვალობა.  რასაც თქვენ ამბობთ ზუსტად ასე იშველიებდა ამას თავის დროზე ვლადიმერ პუტინი. შესაბამისად, პასუხი გაეცით ხალხს, -რატომ დაემთხვა თქვენი კანონის მიზანი და რუსული კანონის მიზანს?“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა