ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს - ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილზე

სულ ნახვები : 73
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, -ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, პირველ რიგში მისთვის გასაკვირი და მოულოდნელობა იყო აქციაზე მისი დაკავების ფაქტი, რადგანაც მას არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია.

პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ მისი დაკავებით, გარკვეული სახის მესიჯი გაავრცელა „ქართულმა ოცნებამ“.

„ძალიან გასაკვირი იყო გულწრფელად ვამბობ და არ მოველოდი მე თვითონაც, კადრებშიც ჩანს და პოლიციელებმაც მშვენივრად იციან, რომ ყველ ჩემი ძალისხმევა იყო მიმართული სიტუაციის განმუხტვისკენ, მაგრამ მათ მიიღეს ეს დავალება. მათი მხრიდან დაკავების შემდეგ არავითარ ძალადობას არ ჰქონია ადგილი, თუმცა მოლოდინი მქონდა გულწრფელად, რომ გითხრათ, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დავეკავებინე, თუმცა არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ამ ასი ათას ადამიანში, რომ ამოარჩევ აბსოლუტურად მშვიდობიან, ხელებაწეულ ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ეს არის გზავნილი აქაური საზოგადოებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ არაფერი წინ არ დაუდგება, ყველას დაიჭერ და შეეცდები გაჩუმებას“, - განაცხადა მან.

პეტრიაშვილმა ასევე ისაუბრა, „ქართული ონების“ გუშინდელ შეკრებაზე და განაცხადა, რომ მისი დაკავება იმასთან შედარებით, რაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ისაუბრა.

„მაგრამ ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით რა გამოსვლაც ჰქონდა გუშინ. ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ძალიან დავმძიმდი, როდესაც ვუსმინე, რადგანაც ღია ომს უცხადებს საქართველოს საზოგადოებას, ღია ომს უცხადებს ყველა განსხვავებულ აზრს, საერთაშორისო პარტნიორებს და მეგობრებს, ამ ტერმინის და ქოლგის ქვეშ „გლობალური ომის“ პარტია, რომელიც ანადგურებს ევროპულ ფასეულობებს, დემოკრატიულ ღირებულებებს, ამას ებრძვის ის და უცხადებს პირდაპირ ღია ომს, ეს იყოს საუბარი პირდაპირ პუტინის გზავნილებით, რომ ამ ომის პარტიამ ცეცხლში შეაგდო საქართველო და უკრაინა და ბოლოს ორი წინადადებით, იმ დარჩენილმა ნაწილმა, რომელსაც სჯერა, რომ ჯერ კიდევ მიდიან ევროკავშირში, გადმოუგდო, რომ მაინც ღირსებით შევალთ ევროკავშირში 2030 წელს. 

მან ფაქტობრივად ომი გამოუცხადა საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ძალიან სწორად აღნიშნავს ყველა ვინც აღნიშნავს, რომ მათ დიდი ხანია გაერთიანებული ჰყავთ მედია, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან პრო სახელისუფლებო, ყველა ესენი არის კრებითად ნაცი და ენმ-ს განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, პირველ მაისს არის ჩანიშნული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა