ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშში მონაწილეობენ

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშში მონაწილეობენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს რას ფიქრობენ ივანიშვილთან ასოცირებული უნივერსიტეტის სტუდენტები.

მათი თქმით, სტუდენტებმა შარშანაც გაავრცელეს განცხადება, თუმცა ახლა მიიჩნევენ, რომ პოზიციის ამ ფორმით დაფიქსირება მნიშვნელოვანია.

"არავისთან ასოცირება არ მიშლის ხელს იმასთან, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მე როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაქვს საკუთარი პოზიცია. ახლა ის დროა, როცა ამ პოზიციის არდაფიქსირებაა ძალიან ცუდი. იმიტომ, ყველას ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოს როგორც დამოუკიდებელ და მომავალში წარმატებულ, ევროპულ ქვეყნად მიიჩნევს, უნდა გამოვიდეს და დადგეს სრულიად მშვიდობიანად, რომ ხელისუფლებას დავანახოთ ჩვენი ძალა"- ამბობს აქციის მონაწილე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა