სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას - სოფო ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილს

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას -  გნაცხადა სოფო ჯაფარიძემ პარლამენთან მიმდინარე აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის გათვლა, რომ აქციის მონაწილეები დაიღლებიან, არ გამართლდება. 

"ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ დაიღლებით, შეგეშინდებათო, არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ხედავთ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ვერ ეღირსებიან რომ დაგვღალონ, ასე წინა ხაზზე ვიდგები, არ მივცემ უფლებას, რომ ამ ახალგაზრდებს შეეხონ, მოვიდნენ, მე გადამიარონ, მე გამისწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხელს ვერ დაადებენ. ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა