ეკა გიგაურის თქმით, ამერიკელი იურისტი აქციაზე მასთან ერთად იყო, რა დროსაც დააკავეს

სულ ნახვები : 73
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  დაკავებული ამერიკელი იურისტის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი ეკა  გიგაური აცხადებს, რომ  თედ ჯონასის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.  მისი  თქმით, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტები ცდილობენ დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათ შორის დახმარებას აღმოუჩენენ  თედ ჯონასს. 

გიგაურის თქმით, ჯონასი აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, აფრიალებდა საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, თუმცა გაზის გაშვების დროს, ის თვალთახედვიდან დაკარგა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.  

მისი თქმით, ჯონასი აცხადებს, რომ ის წინააღმდეგობას არ უწევდა, თუმცა სამართალდამცველები მას მაინც სცემდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი იურისტი თედ ჯონასი აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას დაზიანებული აქვს ცხვირი და როგორც თავად აღნიშნავს, დაკარგა კბილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა