ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - გახარია

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ივანიშვილმა უკვე დაიწყო მუქარის შესრულება - ძალადობა რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებზე,  სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე.  ამის შესახებ განცხადებას პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.

„ეს არის საკუთარი მოქალაქების მიმართ ძალის დემონსტრირების მცდელობა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მართლწესრიგის დაცვასთან. გამოყენებული ძალა იყო არალეგიტიმური იმ ფონზე, როცა აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და არ გასცდენია კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს. 

აღნიშნული ძალადობა ივანიშვილის შიშისა და სისუსტის ნათელი გამოხატულებაა. როცა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ძალადობას უპირისპირებ, უკვე დამარცხებული ხარ.

ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ივანიშვილსა და მმართველ პარტიას", -აცზადებს გიორგი გახარია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა