მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებებზე -„სტრატეგია აღმაშენებელი“

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებებზე - ამის შესახებ განცხადებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ავრცელებს.

მათი  განცხადების თანახმად, რეჟიმმა თავისი რეალური სახე გამოაჩინა.

„მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებებზე. მოვუწოდებთ პოლიციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები. მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს! საქართველო გახდება ევროპა. საქართველო გაიმარჯვებს!” - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებელი“

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა