ხაბეიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ პოლიცია მისი მონახულების საშუალებას არ აძლევს

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

„პოლიცია გვიზღუდავს იმის შესაძლებლობას, რომ მოვინახულო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი  და დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო.“ -  განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა, ვანო პეტრიაშვილმა

„ვცდილობთ ლევანთან შესვლას, რის შესაძლებლობასაც არ გვაძლევს დაცვის სამსახური. ასევე აქ არის მობილიზებული პოლიცია, რომელიც რეალურად გვიზღუდავს უფლებას იმისას, რომ შევხვდე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, მოვინახულო ის, დავაფიქსირო ის დაზიანებები, რომელიც მან მიიღო. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს ახლა და როდესაც შევალ უკვე მის სანახავად, მაშინ დავაზუსტებ ამ ინფორმაციას.“ -  განაცხადა ვანო პეტრიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა