ლევან ხაბეიშვილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ინგოროყვას სახელობის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

ხაბეიშვილის თქმით, გატეხილი აქვს ცხვირის ძვლები.

„ყველაფერი გაივლის, ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს“, - თქვა ხაბეიშვილმა ღამით ჩაწერილ ვიდეოში.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბიეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. არიან დაკავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უნცობია.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა