მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს გაფრთხილებები - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

სულ ნახვები : 1,743
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

აშშ-ის სახელმწიფო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს პროცესების ესკალაციისგან და მოუსმინოს საკუთარ ხალხს.

„ყურადღებით ვაკვირდებით საპროტესტო აქციებს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ყველა მოქალაქეს, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, გამოიჩინონ თავშეკავება, თავი აარიდონ ყოველგვარ ესკალაციას ან ძალადობრივ ქმედებებს და პატივი სცენ კანონის უზენაესობას.

ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, საქართველოს მთავრობის მიერ, კრემლისგან ჩაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის უწყვეტი განხილვის გამო. შეერთებული შტატები, კვლავ ღრმად შეშფოთებულია, რომ ამოქმედების შემთხვევაში, ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის და სტიგმატიზებას მოახდენს ქართული ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის, რომლებიც მხარს უჭერენ და ინფორმაციას აწვდიან ქართველ ხალხს.

კანონის განზრახვა, როგორც ეს მმართველი პარტიის წევრებმა აღწერეს, არის კრიტიკული ხმების გაჩუმება და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნომრებსა და ღირებულებებს და უარყოფითად იმოქმედებს, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობებზე“ - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა