რაც მეტს გალახავთ და დაარბევთ მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა - ნატალია ქუთათელაძე

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქოცებო არ გახსოვთ რა შეურაცხმყოფელი იყო როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა ყველას ყველაფერი ავიწყდება..., - ასე ეხმიანება მომღერალი ნატალია ქუთათელაძე იმ პროცესებს, რომლებიც თბილისში ვითარდება.

მისი თქმით, ძალიან მძიმე სიტუაციაა და სამოქალაქო ომამდე სულ მცირეა დარჩენილი.

„სამოქალაქო ომამდე ვფიქრობ სულ რამდენიმე ნაბიჯი გვაშორებს.

ასეთი კატასტროფული გახლეჩა საზოგადოების, ასეთი ზიზღი და ერთმანეთის ლანძღვა, ნუთუ ღირს ამ დამპალ კანონის მიღებად?

ქოცებო არ გახსოვთ რა შეურაცხმყოფელი იყო როდესაც არავის აინტერესებდა თქვენი აზრი? როდესაც უმიზეზოდ ქუჩაში გცემდნენ და გამწარებდნენ? ეტყობა ყველას ყველაფერი ავიწყდება...

ამისთანა რა დავალებაა ასეთი, რომ გიღირთ ამხელა არეულობად? ეს არ დამთავრდება, რაც მეტს გალახავთ, გაამწარებთ და დაარბევთ, მით მეტი წინააღმდეგობა წამოვა.

გონს მოეგეთ და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.

ნუ დაგვანგრიეთ თავზე ქვეყანა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა, თუ იქით და თუ აქეთ.

და ნურავის ნუ გავიწყდებათ ვის ემსახურებით!!!“, - წერს ქუთათელაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა