„ტროტუარზე მიმათრევდნენ, მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ“ - აქციაზე დაკავებული ამერიკელი იურისტი

სულ ნახვები : 184
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი, რომელიც წუხელ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

როგორც იურისტი წერს, დაკავების დროს  სცემეს, ხოლო როცქ სამართალდამცავებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ამერიკის მოქალაქე იყო და პოლიციამ დიღმის მასივის განყოფილებაში გადაიყვანა გადაკეტილი ქუჩების გავლით.

„როცა რობოკოპებმა უკან დაიხიეს და ხელახლა განლაგდნენ, მე გამიტაცეს. ტროტუარზე, დაახლოებით 30 მეტრი მათრიეს, მთელი გზა მცემდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ისინი მაინც აგრძელებენ ცემას და წიხლების ჩარტყმას, როცა მიწაზე ვიწექი და თავის დაცვას ვცდილობდი. 20-30-ჯერ დამარტყეს. ცხვირიდან სისხლი მდიოდა, მუშტებისგან და წიხლებისგან დალურჯებები მაქვს თავზე, ყბაზე, მარჯვენა თვალის ბუდე და გარკვეულწილად მარცხნივაც. სისხლჩაქცევები მაქვს ზურგზე, იდაყვებსა და მუხლებზეც... დაახლოებით 2 საათი გავატარე პოლიციის შავ ფურგონში. მე და ორი ახალგაზრდა ბიჭი ვიყავით, რომლებიც ჩემთან ერთად დააკავეს. თუმცა, ყოველ 5 წუთში კარი იხსნებოდა და რობოკოპები ძალადობრივად ტენიდნენ მანქანაში სხვა დაკავებულებს და აგინებდნენ. სანამ იქ ვიყავი, პოლიციელები პერიოდულად სცემდნენ 2 კონკრეტულ პირს, ერთ მომენტში დაახლოებით 4 სამართალდამცავი შეიკრიბა ამ ორი ბიჭის საცემად. ფურგონში ყოფნისას ფარულად ვისარგებლე ჩემი ტელეფონით (პოლიციელებს ვუთხარი, რომ დავკარგე) და დავუკავშირდი მეგობრებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, ნინოს (ჩემს მეუღლეს) და ეკა გიგაურს.

მხოლოდ ერთი რამ მინდა ვთქვა: ბრძოლა ყოველთვის ღირს. მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და 30 წელი ჩავდე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მშენებლობაში ამ ლამაზ, ისტორიულ ქვეყანაში (რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მთებისა და ხეობების, ზღვის სანაპიროების და უდაბნოების სიყვარულის შესახებ)" - წერს იურისტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა