აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია

სულ ნახვები : 213
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია - ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს,  საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 30 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის, მხუთავ აირისა და წყლის ჭავლს გამოიყენეს.

ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია 63 პირი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა