პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე - გიორგი ჩაკვეტაძე

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქციის მონაწილეები ცდილობდნენ, არ დაგვეტოვებინა პარლამენტის შენობა, მაგრამ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, - განუცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა,  გიორგი ჩაკვეტაძემ ჟურნალისტების გუშინ სამართალდამცველების მიერ აქციის დარბევასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, ვინმეზე ფიზიკური ანგარიშწორება  მიუღებელია.

„შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ ამ საკითხს რა თქმა  უნდა.  რა  თქმა  უნდა,  ის რომ ვინმეზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდეს, ეს არის აბსოლუტურად  მიუღებელი, მაგრამ როგორც იქცეოდნენ აქციის მონაწილეები... ცდილობდნენ, რომ ჩვენ არ დაგვეტოვებინა პარლამენტის შენობა, აპარატის თანამშრომლებს არ დაეტოვებინათ პარლამენტის შენობა, მაგრამ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, გაკეთდა შესაბამისი ღონისძიებები“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა