ამ ადამიანებს სტაფილოს წვნიანი დეპუტატები ვერ გააჩერებენ - ანა ნაცვლიშვილი აქციის მონაწილეებზე

სულ ნახვები : 142
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ ადამიანებს სტაფილოს წვნიანი დეპუტატები ვერ გააჩერებენ, - განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება  ქვეყანას ოკუპანტს  აბარებს, მოქალაქეები მშვიდად ვერ იქნებიან.

„ამ ადამიანებს უკან დასახევი გზა არ აქვთ, ამ ახალგაზრდებსა და ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც ზუსტად ხვდებიან, რაში არის საქმე, სტაფილოს წვნიანი დეპუტატები ვერ გააჩერებენ.

ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის რომ თითოეული ამათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, სანქციების გზით, და რა თქმა,  ივანიშვილის სანქცირების საკითხი. როდესაც ხდება  ქვეყნის გადაბარება  ოკუპანტისთვის თან ამას, როგორც მოისმინეთ „კონსტრუქციულად და მშვიდად“ აკეთებენ, მოქალაქეები ვერ დავრჩებით მშვიდად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა