დედაქალაქს რეგიონები სჭირდება! ხვალ გვიან იქნება - სოფო ჯაფარიძე

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რეგიონებს მიმართავს.

ჯაფარიძე მოუწოდებს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მდგომ ახალგაზრდებს.

„ხვალ გვიან იქნება, დედაქალაქს რეგიონები სჭირდება!

 უამრავი ადამიანი მეხმიანება რეგიონებიდან, უამრავ მათგანს უნდა თბილისში წამოსვლა .

დღეს მთელი საქართველო ერთად უნდა იყოს!

პირადში მომწერეთ ვისაც წამოსვლა გინდათ და ვერ ახერხებთ, მაქსიმალურად შევეცდები დაგეხმაროთ.

მიყვარხართ!

ბრძოლა გამარჯვებამდე“, - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სოფო ჯაფარიძე გუშინდელი დარბევის დროს სპეცრაზმელებმა სცემეს, ის ინგოროყვას საავადმყოფოში იყო გადაყვანილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა