დაამთავრებს ისე როგორც ყველა ავტოკრატი ლიდერი - აქუბარდია ივანიშვილზე

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაც მოხდა ეს იყო ანონსის განხორციელება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა წინა დღეს, საყოველთაოდ გააჟღერა, - ამის შესახებ დღეს, 1-ელ მაისს პარლამენტის ოპოზიციონერმა წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ CNews-თან საუბრისას ისაუბრა.

მისი თქმით, ივანიშვილს ავტოკრატიისკენ მიჰყავს ქვეყანა.

„მან თქვა, რომ ქვეყანა მიჰყავს ავტოკრატიისკენ, რისი გამოხატულებაც იყო გუშინდელი დარბევა და ის, რომ ამ მოცემულობაში დაისჯებიან მედია და არასამთავრობო სექტორი და შემდეგ პოლიტიკოსები. თუმცა ვნახეთ, რომ მან კანონის მიღებამდე დაიწყო შურისძიება და ანგარიშსწორება ოპოზიციასთან, ის რაც მოხდა ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილის და ანა წითლიძის შემთხვევაში და ასევე არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის. ეს არის რუსეთის სატელიტი ქვეყნების სცენარის გამეორება, ამ მოცემულობაში რაც არ უნდა ამტკიცოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ არც ლუკაშენკოა და არც იანუკოვიჩი ამ გზით მიდის და დაამთავრებს ისე, როგორც ყველა ავტოკრატი ლიდერი ამთავრებს ხალხთან ბრძოლისას. მას ხალხი გასცემს პასუხს", - განუცხადა CNews-ს აქუბარდიამ.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა