არავის მიეცემა უფლება, ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა - კალაძე

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ყოველთვის დადგება მოწოდების სიმაღლეზე, დაიცავს ქვეყანას, ხალხს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

„ჩვენ 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც იყო განსხვავებული აზრის მიმართ და ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება, ეს არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას, დღეს გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, მაგრამ როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის ფარგლებში. არავის მივცემთ უფლებას, ქვეყანაში შექმნას დესტაბილიზაცია, ამ ქვეყნის მტრებს აქვთ სურვილი, ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ არ სჭირდებათ პატრიოტი ხელისუფლება, მათ სჭირდებათ აგენტები ხელისუფლებაში, ვინც მათ ყველა დავალებას შეასრულებს, თუნდაც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ქვეყნის ომში ჩათრევა, მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებზე მიერთება და ა.შ.

ის გამოწვევები და სირთულეები, რაც იყო, რაზეც ვსაუბრობდით, დღესაც დღის წესრიგშია და ჩვემ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და არავის მიეცემა უფლება და შესაძლებლობა, ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს, შემოიტანოს არეულობა, რევოლუცია და ა.შ. დღეს საზოგადოება განვითარდა და ზოგადად, თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების შეცვლის სურვილი ექნებათ, ეს უნდა მოხდეს არჩევნების გზით, არა რევოლუციით და არა გადატრიალებით. არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით რადიკალურ დაჯგუფებებს და ძალებს არ მოგეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ. ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს“, – განაცხადა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა