გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაიწყო. ქვორუმი 105-მა დეპუტატმა გაიარა,  სხდომა გახსნილია. დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მეორედ მოსმენა გრძელდება. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, გუშინ ვიხილეთ პოლიტიკოსების მიერ  გადაზრდილი ძალადობაში აქცია.

„ჩვენ გუშინ ვიხილეთ  აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ  იქნა გადაზრდილი ძალადობაში. ვნახეთ შს სამინისტროს განცხადება ამასთან დაკავშირებით თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი გქონდა ამ აქციას, ამიტომ ... თქვენი ეს რეაქციებიც აჩვენებს რომ არ შეგიძლიათ ადეკვატური რეაგირება. გთხოვთ, დღეს განხილვის პროცესში ყველა იყოთ კონსტრუქციული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით პაპუაშვილმა  აღნიშნა, რომ ყველამ ნახა, რეალურად  რა მოხდა და ამის კადრები არსებობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა