ვიოლა ფონ კრამონი: ევროკომისიას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორ გერტ იან კოოპმანსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავს, რომ ,,ქართულ ოცნებას" მოსთხოვონ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის შეწყვეტა.

,,გამოიყენეთ ეს ვიზიტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უთხრათ, შეწყვიტონ საკუთარი ხალხის ცემა. შეწყდეს  ძალადობა და დაუნდობლობა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. უთხარით ხელიდუფლებას, რომ გაიწვიონ რუსული კანონი. არანაირი კარგი პროექტები და ბედნიერი ფოტოები საქართველოს მაღალჩინოსნებთან." – წერს ფონ კრამონი.

ვიოლა ფონ კრამონი ასევე გამოეხმაურა ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტის ვერა იოუროვას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გადაღებულ ფოტოს.

,,რაც საქართველოში ამჟამად და ბოლო კვირების განმავლობაში ხდება,

ეს ფოტოები სრული აბსურდია.  ევროპულ კომისიასა და ვერა იოუროვას ვთხოვ, შეიმუშაოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ მესიჯების ნაცვლად. ევროკავშირს აქვს ინტერესი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს დემოკრატიული პარტნიორები საქართველოში." – ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა