იძახოდნენ რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელები იძახდნენ, რომ მოკალით და შემდეგ თქვით, რომ თავი დაარტყაო.

ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტში, სხდომათა დარბაზში მყოფი „ქართული ოცნების“ დეპუტატების აღშფოთება მოჰყვა, თუმცა მან მაინც მოახერხა ეთქვა საკუთარი სათქმელი და კიდევ ერთხელ მოუწოდა მმართველ გუნდს, რუსული კანონის უკან გაწვევა.

„ალბათ ახლა ბევრს გიხარიათ, რომ ნახე როგორი სახე აქვს, თუ არ გიხარიათ კარგია.

საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ, შემომხედეთ ერთ თვალში მაინც, მეორეში ვერ შემომხედავთ, კოლეგებში ხართ მაინც. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი პირდაპირ ეთერში და გავემართე ამ ბავშვისკენ, რომ იქნებ არ წაიყვანოთ ბავშვია და იქნება ასე არ მოექცეთ. ამის შემდეგ, როცა უკვე ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ და მინდ გითხართ რას ამბობდნენ.

როცა მირტყამდნენ, მეუბნებოდნენ, რომ შენ გრძელი ენა გაქვს, ხელისუფლებას აკრიტიკებ მუდმივად და იქნებ გაჩერდე. იძახოდნენ, რომ მოკალით და თქვით, რომ მერე თავი დაარტყა. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა, რომ ჩმორი ვარ და ამ შემთხვევაში აღარ გამლახავდნენ, ცხადია ეს ფუფუნება არ მივეცი. გადაღებული აქვთ ტელეფონით და თქვენ (ოცნების წევრებს) მაინც განახებენ. როდესაც ამაზე პასუხი მიიღეს კიდევ უფრო მაგრად მომხვდა. ეს არის რუსეთი რასაც ხედავთ ჩემს ტანზე და ჩვენდა სამწუხაროდ ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ იქ. მახსოვს ერთმა უმრავლესობის წევრმა გააკეთა განცხადება, ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო, მიუხედავად ყველაფრისა, აღდგომის კვირაა და ღმერთმა შეუნდოს ყველას ვინც ასე მოიქცა. ჩემი თვალი თუ არ გაინტერესებთ, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს ასე რომ უსწორდებიან ქვეყანაში ეს ძალიან დიდი დემოკრატიის მაჩვენებელი არ არის, მაგრამ იმ ახალგაზრდებს შეხედეთ რომ ურტყამდნენ. მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც გეტყვით, იქნებ ეს კანონი გაიტანოთ, ხუთი თვეა არჩევნებამდე დარჩენილი და ხუთი თვის მერე ქვეყანა გამოიხედავს, შეიძლება მე ვერ გამოვიხედო ამ თვალით. კიდევ ერთხელ გთხოვთ გადადეთ კანონის განხილვა და მეორე თუ ამას არ აკეთებთ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ გამოდით ყველა და დაიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, -განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა