პოლიტიკური ლიდერები იჩენთ აგრესიას პოლიციის მიმართ, ქვებს ესვრით - შალვა პაპუაშვილი ხაბეიშვილს

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზუსტად თქვენ, პოლიტიკური ლიდერები დგახართ შემდეგ პირველ ხაზში, იჩენთ აგრესიას პოლიციის მიმართ, ქვებს ესვრით და ასე შემდეგ  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სესიაზე  სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი,  ენმ-ს  თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება აკრძალულია.

„პარლამენტის პიკეტირება აკრძალულია კანონით, თქვენ თუ გსურთ რაიმეს გაპროტესტება, გააპროტესტეთ, მაგრამ პიკეტირება, პოლიციაზე ძალადობა, პოლიციის შეურაცხყოფა, ქვების სროლა, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და ზოგადად ეს დღეები ვხედავთ, ყოველ ჯერზე, ზუსტად თქვენ, პოლიტიკურიო ლიდერები დგახართ შემდეგ პირველ ხაზში, იჩენთ აგრესიას პოლიციის მიმართ, ქვებს ესვრით და ასე შემდეგ“, - განაცხადა  შალვა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა