სპეცრაზმი იცავდა ძალიან მშიშარა, პატარა ადამიანებს - ბაჩო დოლიძე

სულ ნახვები : 119
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინდელი მოვლენები ძალიან რთული შესაფასებელია. საშინლად ნაცემი ენმ-ს თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი, ვნახეთ საშინლად ნაცემი ბავშვების, ვნახეთ არანორმალურად ძალის გადამატება, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება პასუხი, - ამის შესახებ CNews-თან საუბრისას, პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ის პირი, რომლებმაც გასულ ღამე იძალადეს მშვიდობიან მომიტინგეებზე რუსთაველის გამზირზე, იქნებიან პასუხისგებაში მიცემული, ისევე როგორც ისინი, ვინც დარბევის ბრძანება გასცა.

„ყველა ის პირი, რომელიც ამას სჩადიოდა ამ სიმხეცეს, აბსოლუტურად ყველა აგებს პასუხს,  აბსოლუტურად ყველაზე იქნება აღძრული საქმე, როცა ჩვენს გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო. არა არსებობს, რომ ვინმე დარჩეს დაუსჯელი, ეს უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ არ  უნდა იქცეოდნენ, როგორც სამართალდამცავები, ასევე პოლიტიკურად ამ ყველაფრის ბრძანების გამცემები, ასე, რომ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. მეორეს მხრივ ვნახეთ ის უშიშარი ახალგაზრდები, რომლებიც დამტკიცდა, რომ არ შეეგუებიან რუსულ რეჟიმს და იდგებიან იქამდე სანამ უკან არ დაახევინებენ რუსულ რეჟიმს, ისე როგორც გუშინ, მათ უკან დაახევინეს სპეცრაზმს, რადგანაც ფიზიკურად ძალა აღარ ეყო ამ უშიშარ გმირ, ახალგაზრდა თაობასთან ბრძოლის. ბრძოლა გრძელდება. აბსოლუტურად კატასტროფული განცხადება იყო შსს-ს მხრიდან, რომ თურმე ლევან ხაბეიშვილი ცდილობდა კორდონის გარღვევას, როდესაც ყველამ ვნახეთ თუ რა მდგომარეობაშია ის და ეს ყველაფერი ასევე დააფიქსირა რუსთაველზე დამონტაჟებულმა კამერებმაც. ამ ტყუილების ტირაჟირების გავრცელებისთვის, ესენი არიან პატარა ადამიანები. სპეცრაზმი იცავდა ძალიან მშიშარა, პატარა ადამიანებს, რომლებიც წამოსკუპებულან პარლამენტში, გაუკეთებიათ ჰალსტუხები  და გვმოძღვრავენ თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ", - განაცხადა დოლიძემ CNews-თან საუბრისას.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა