სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ გამოიყენოს ძალა მოქალაქეების წინააღმდეგ

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე - აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი  საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. 

ის ასევე მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა,  რომ პროცესები არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.

„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე.

ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა