საფრანგეთი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს-საფრანგეთის საგარეო სამინისტრო

სულ ნახვები : 117
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება-ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყება აცხადებს. 

როგორც წერილშია აღნიშნული, საქართველომ მოსახლეობის სურვილის შესაბამისად უნდა იმოქმედოს და ევროკავშირთან დასაახლოებლად ძალისხმევა უნდა გააგრძელოს.

"საფრანგეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება. ის, „უცხოური გავლენების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას გმობს. საქართველომ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა, რათა დაუახლოვდეს ევროკავშირს მოსახლეობის სურვილის შესაბამისად", - ნათქვამია საფრანგეთის  უწყების განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა