ქიმიური იარაღის გამოყენების გამო აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ახალი სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ახალ სასანქციო სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, ეს პირები დაკავებული არიან რუსეთში მომავლის ენერგიის, მეტალების, სამთო მოპოვების წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე სანქციებისთვის თავის არიდებისთვის ხელშეწყობასა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის შესაძლებლობების გაძლიერებაში.

სახელნწიფო დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან, და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყო აღნიშნულ უწყებებს.

სანქციები უწესდება სამ ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან არიან კავშირში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სასანქციო სიაში 200 ფიზიკური და იურიდიული პირი ფიგურირებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ეხმარებიან მას დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. ნათ შორის 60-მდე  აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. აღნიშნული პირები მოსკოვს საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების შეძენაში ეხმარებოდნენ, 100-ზე მეტი კომპანია კი ჩართულია რუსეთში ტექნოლოგიურ, თავდაცვით, საწარმოო და სატრანსპორტო სექტორებში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა