საქართველოში ევროკომისიის დირექტორის გერტ იან კოპმანის ვიზიტი გრძელდება

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

ევროკომისიის დირექტორი გუშინ პრემიერ-მინისრტს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გერტ იან კოპმანი  შეხვედრას გამართავს  სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა პარტნიორებთან ერთად ისაუბრებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესარულებისთვის საჭირო სამუშაოზე.

ცნობილია, რომ კოპმანი ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რამდენიმე პროექტს გახსნის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა