ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია პრეზიდენტისთვის - ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის, რაც მიუღებელია მოსახლეობისთვის, მიუღებელია მისთვისაც.

„დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები, როგორც აქ საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რატომ არ ახორციელებდა „ქართული ოცნება“ პირდაპირ და ნათელ ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, რატომ არ ახორციელებდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ან ახლა, რატომ არ ახორციელებს 9 რეკომენდაციას: იყო ეს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, თუ ამას რუსეთის რაიმე სახის გავლენის ქვეშ აკეთებდა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ნათელია, რომ ეს არის ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია. ყველასთვის, ვინც ამ სიტყვას ტექსტი წაიკითხა, ნათელია, რის გაკეთებას ცდილობს ივანიშვილი და მისი მმართველი პარტია საქართველოსთვის. ის, რაც მიუღებელია საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე მიუღებელია საქართველოს პრეზიდენტისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა FRANCE 24 English-თან ინტერვიუში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა