გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია - ვაშაძე ახალგაზრდებზე

სულ ნახვები : 258
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, იმდენად კანონიერები, მშვიდობიანები არიან, გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც გუშინ, 1-ელ მაისს, პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა.

„სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“, რომელსაც რუსული კანონი არ გააქვს. მე არ მომწონს რუსული კანონი, მე მომწონს ევროკავშირში ინტეგრაცია. კონკრეტული ფაქტები არის იმისა, რომ რეზინის ტყვიებია გამოყენებული.

ეს არის საქართველო, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ევროკავშირისთვის, მშვიდობისთვის და განვითარებისთვის. ეს ადამიანები იმდენად კანონიერები არიან, იმდენად მშვიდობიანები არიან, მე თავად გაოცებული ვარ, იმდენად საოცრად მოქმედებენ, რომ ხელები ამიწევია. ვენაცვალე ამ ახალგაზრდებს, ამ თაობას. სიმბოლოებს ქმნიან ბრძოლის, ეს არის საქართველო“,- თქვა ვაშაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა