პარლამენტში დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება ამ დრომდე გადადებულია

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოქმედებს, რაც ნიშნავს რომ  ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისათვის ყველა ღონისძიება გადადებულია. შენობაში შესვლა ეკრძალებათ აპარატის თაქნამშრომლებსა და დეპუტატებს.

ამ დრომდე  უცნობია დღეს გაიმართება თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა.

მინისტრს ევროინტეგრაციის მიზნით გაწეული საქმიანობის შესახებ უნდა ესაუბრა.

ამ დროისათვის პარლამენტის შიდა ეზოს დასუფთავება მიმდინარეობს.  ასევე ცდილობენ გაასაუფთაქვონ პარლამეტის შენობის გარე ფასადზე აქციის მონაწილეებისგან დატოვებული წარწერები -„კრემლის ფილიალი“, „დუმა“.

პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გათენებამდე გრძელდებოდა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა