დემონსტრანტების საბოლოო მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა - სეფაშვილი

სულ ნახვები : 152
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„ხალხის ძალის“ წევრი,  ეკა სეფაშვილი,  თბილისში მიმდინარე აქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს აქციები მშვიდობიანი ნამდვილად აღარ არის და დემონსტრანტების საბოლოო მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.

„ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეები არ ემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას, მათ გამოწვევას და ძალადობრივი აქტების პროვოცირებას. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი მიტინგის ფარგლებს სცდება. ეს უკვე ნამდვილად ძალადობრივი აქციებია და მათი ერთადერთი და საბოლოო მიზანია საქართველოში რევოლუციის მოწყობა.“ - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეები რუსული კანონის უკან გაწვევას ითხოვს. რამდენიმე დღეა პოლიცია დემონსტრანტებს არბევს და არაპროპორციულ ძალებს იყენებს, მათ შორის რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, მხუთავ აირსა და წიწაკის სპრეს. რამდენიმე დაშავებული ამ დრომდე კლინიკაშია. არიან დაკავებულებიც.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა