მე ამაყი ვარ ამით - რას ამბობს თვალში დაჭრილი ნიკა დემურიშვილის დედა

სულ ნახვები : 379
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ჩემი მეორე შვილი, გოგოც იყო აქციაზე, დისშვილიც, ყველანი იყვნენ და მე ამაყი ვარ ამით - განაცხადა 24 წლის სამოქალაქო აქტივისტის, ნიკა დემურიშვილის დედამ.

ნიკა დემურიშვილი, რომელმაც თვალის არეში დაზიანება, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით მიიღო, კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ ახალგაზრდას მხედველობა შეუნარჩუნდება. 

ნიკა დემურიშვილის დედის თქმით, მისთვის შოკისმომგვრელი იყო, როდესაც ახალგაზრდების დარბევის კადრები დაინახა.

„წარბი აქვს ძალიან გადახეთქილი, აქვს ჩალურჯება, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. პასკებს ვაცხობდი, თან იქ ვიყავი. ეს რომ დავინახე, თან ჩემი შვილი, შოკში ვიყავი. სულ ის მიკვირს, ან შვილი არ ჰყავთ ან დედა არ ჰყავთ ან მეუღლე არ ჰყავთ? ოჯახში რომ მიდიან, რას ეუბნებიან? ყველა უნდა გამოვიდეს. ჩემი შვილი, მეორე გოგოც იყო აქციაზე, დისშვილიც, ყველანი იყვნენ და მე ამაყი ვარ ამით, რომ დგანან იქ““, - განაცხადა ნიკა დემურიშვილის დედამ თამარ ორკოდაშვილმა.

 ცნობისთვის , 24 წლის სამოქალაქო აქტივისტი მაშინ დაშავდა, როდესაც დარბევის შემდეგ აქციის მონაწილეებს ეხმარებოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა