თეთრს შავად ვერავის ვეღარ მოაჩვენებენ, მით უმეტეს, საქართველოს საზოგადოებას - მაჭარაშვილის პასუხი მილერს

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რაც გუშინ იყო, ესაა ევროპული ღირებულება?! თუ მათი გადმოსახედიდან ეს ევროპული ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ამას ვებრძვით და თვითონ ევროპაც ებრძვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ, პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ხალხმა იცის რა არის ევროპა და რა ფასეულობებით უნდა იცხოვროს საქართველომ და მონობას არავინ შეეგუება.

„ნებისმიერი ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადება, ისეთივე შეუსაბამოა, როგორც გუშინ ვაშაძის განცხადება იყო, რომელიც ტელეკამერებთან ამბობდა მშვიდობიანი აქცია მიდისო და მის უკან პარლამენტის ცეცხლწაკიდებული ჭიშკარი ჩანდა, სადაც იყვნენ ქვებით შეიარაღებულები, კარს აჯანჯღარებდნენ, ერთმანეთს ურტყამდნენ, კამერების წინ ვაშაძე ამბობდა, რომ მშვიდობიანი აქცია მიდიოდა. როგორც ესაა რეალობა, ასეთივე რეალობაა ის განცხადება, რომელიც გავრცელდა მილერის მიერ. რაც გუშინ იყო, ესაა ევროპული ღირებულება?! თუ მათი გადმოსახედიდან ეს ევროპული ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ამას ვებრძვით და თვითონ ევროპაც ებრძვის. ჩახედოს ბატონმა მილერმა, გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომლებიც შესაძლოა, იქ ძალადობდნენ, მაგრამ შემდეგ თეთრ სახლში ეს გაამართლეს, რადგან თურმე შტატებში საჭირო ყოფილა და საქართველოში ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა თურმე ევროპული ღირებულებაა. ამას უკვე აღარავინ დაიჯერებს და ტყუილად ნუ შეწუხდებიან. თეთრს შავად ვერავის ვეღარ მოაჩვენებენ და, მით უმეტეს, საქართველოს საზოგადოებას.

გამჭვირვალობას რომ ევროპული ღირებულების საწინააღმდეგოდ მონათლავენ, ეს აზიანებს ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებს. რაც შეეხება დახმარებას, ჩვენი ფსიქოლოგია, როგორც ჩანს, ვერ შეისწავლეს. ყველას მადლობას ვეუბნებით, რითაც გვეხმარებიან, მაგრამ თუ ამ დახმარებაში ისინი მონობას მოგვთხოვენ, ამას ვერ დავთანხმდებით. ის დახმარება თუ იმაში უნდათ, რომ ქვები, მოლოტოვის კოქტეილები იყიდონ, ცეცხლი წაუკიდონ და საბოტაჟი მოახდინონ პარლამენტის კარზე, მაშინ უკან წაიღონ ასეთი დახმარება, რომელსაც ისეთი გაზის შესყიდვაში ხარჯავენ, რომელსაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს. ყველამ თავი დაანებოს ტყუილების თქმას, ეს აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს“, -განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა