საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი - რომან გოცირიძე,

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში შიგნით ვერ შემოდიან  და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან, ასეთი ცხოვრება ექნებათ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს, - განაცხადა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა  რომან გოცირიძემ პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე. 

გოცირიძის თქმით, შეშინებულმა ოცნებამ პარლამენტი დაკეტა, ხოლო მოქალაქეებს 10-დღიანი არდადეგები გამოუცხადა, რომ პროტესტი შეწყვიტონ.

„12 საათია  ახლა, მოვედით პარლამენტის წევრები, რათა მოვუსმინოთ საგარეო საქმეთა  მინისტრს, საქართველოს მარიონეტულმა  ხელისუფლებამ პარლამენტს დაადო ბოქლომი, გადამალეს საგარეო საქმეთა მინისტრი და შეშინებულებმა ფაქტობრივად გააუქმეს ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. მანამდე 10-დღიანი არნახული არდადეგები მოუწყვეს მთელ ქვეყანას. - ბიუჯეტიდან ფულს რომ იპარავენ, შემდეგ არიგებენ  და რაღაცა შეღავათებს აძლევენ, ახლა კალენდარული დღეებიც კი მოიპარეს. ხალხს ეუბნებიან, ოღონდ არ გააპროტესტო და 10 დღე ისხედით სახლებშიო. ეს არის კომიკური, მარაზმატული ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება ხალხს, ის მარცხდება. 

შეშინებულმა ივანიშვილმა მოინდომა პარლამენტი გადააქციოს ციხე-სიმაგრედ, მაგრამ ციხე სიმაგრე რა არის? შიგნით უნდა დაიმალო და გარედან ვიღაცამ დაგიცვას, შიგნითაც კი ვარ შემოდიან. ქართული ოცნების დეპუტატები შიგნით ვერ შემოდიან   და გარეთ სპეცრაზმის გარეშე ვერ გამოდიან, ასეთი ცხოვრება ექნებათ, სანამ არ გააუქმებენ ამ კანონს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. 

 მისივე  თქმით, ოცნებას მაინც მოუწევვს ამ კანონის გაუქმება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა