სპეცრაზმის გარეშე გადადგილებაც კი არ შეუძლიათ - ხატია დეკანოიძე „ოცნების“ დეპუტატებზე

სულ ნახვები : 276
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ეს არის მართლაც შიშის გამოვლინება, რადგანაც დღეს იყო სხდომა დაგეგმილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა, რადგანაც საქმე ეხება, ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევას, საქართველოს სახელმწიფოსი, როდესაც გუშინ 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რუსულ კანონს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე, საკანონმდებლო ორგანოში წითელი ზონის გამოცხადებას. 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროტესტი, რომელიც გამოიხატება გამოისყიდებით მიერ ქვეყანაში, რისთვისაც ის მადლიერებას გამოხატავს თითოეული იქ მდგომი პირის მიმართ. 

გარდა ამისა, დეკანოიძემ კიდევ ერთხელ დააანონსა, რომ დღეს, 2 მაისს 19:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო, მორიგი აქცია იმართება. 

„ამიტომ, მე ვიქრობ, რომ მათ გათვითცნობიერებული აქვთ, რომ სპეცრაზმის გარეშე გადაადგილებაც კი არ შეუძლიათ და ახლა უკვე საპარლამენტო დარბაზში გამოჩენაც კი ეშინიათ, მაშინ როდესაც რიცხოვნობითაც კი მეტნი არიან. ამიტომ, თითოეულ თქვენგანს მინდა ვუთხრა დიდი მადლობა იმისთვის, რომ გუშინ იყავით აქ ათასობით ათი ათასობით დილამდე და მინდა მოვუწოდო თითოეულ თქვენგანს, რომ დღეს 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან არის პროტესტი და შევიკრიბოთ ყველანი ერთად, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი არ იყოს რუსეთი ისევე, როგორც ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს“, -განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა