შოვში დაღუპულთა პატივსაცემად მემორიალი აღიმართება

სულ ნახვები : 161
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

შოვში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის აღმართვასთან დაკავშირებით კონკურსი გამოცხადდა, - ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის მიზანია ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, მემორიალის აღმართვა. 

„საკონკურსო მასალების შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენას მოახდენს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც არიან დარგის სპეციალისტები და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

საპროექტო ტერიტორია განსაზღვრულია კურორტ შოვში ე.წ. რკინის წყლის მიმდებარედ, სადაც სამომავლოდ იგეგმება ეკლესიის მშენებლობა. შესაბამისად, მემორიალი უნდა პასუხობდეს, როგორც გარემო პირობებს, ასევე კონცეპტუალურად თანხვედრაში უნდა იყოს ტაძართან და თემატურად პასუხობდეს საპროექტო იდეას“, -აცხადებს მუნიციპალიტეტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა