ვმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენს საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება - იონათამიშვილი პარტნიორი ქვეყნების განცხადებაზე

სულ ნახვები : 268
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცხადია, ყურადღებით ვეცნობით ჩვენი მეგობარი ქვეყნების განცხადებებს, მაგრამ ვმოქმედებთ ისე, როგორც პირველ რიგში, ეს ჩვენს საზოგადოებას, ეროვნულ უსაფრთხოებას სჭირდება - ამის შესახებ დღეს, 2 მაისს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, 29 აპრილს ქართველმა ხალხმა, პარლამენტის წინ გამართულ სახალხო შეკრებაზე, მყარად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია.

,,ჩვენ პირველ რიგში, ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეების დაკვეთას და მნიშვნელოვანი იყო ზუსტად ის შეხვედრა, რომელიც 29 აპრილს გაიმართა. საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე იყო ძალიან ძლიერი ლეგიტიმაცია იმ ინიციატივების ბოლომდე მიყვანისა, რაზეც „ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან ერთად მუშაობს. აქამდე  ვერავინ თქვა, რატომ არის გამჭირვალობის შესახებ ქართული კანონი ცუდი, ამის არგუმენტები არ მომისმენია არც შიდა და არც გარე აქტორებისგან. ამიტომ ჩვენ შორს ვართ სუბიექტური მოსაზრებებისგან და მნიშვნელოვანია, მომდევნო სასესიო კვირაში უკვე მესამე მოსმენაზე ვიმუშაოთ”,- განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა