სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები ესროლა მედიის წარმომადგენლებსაც

სულ ნახვები : 116
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გავიგე ხმა და უცებ ვიგრძენი ფეხებში დარტყმები, მერე ვნახე, რომ რეზინის ტყვიები მქონდა მოხვედრილი, - ასე იხსენებს ერთ-ერთი ჟურნალისტი გასულ ღამით, პარლამენტის მიმდებარედ ჩიტაძის ქუჩაზე განვითარებულ პროცესებს. 

მისი თქმით, სპეცრაზმელებმა, რომლებიც განლაგებულები იყვნენ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე, რეზინის ტყვიები გამოიყენეს არა მხოლოდ აქციის მონაწილეების, არამედ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგაც. 

„სამი ტყვია მოხვდა, ორი მარცხენა ფეხში, ერთი მარჯვენა ფეხში. თვალნათლივ დავინახე, რომ მესროლეს პარლამენტის ჭიშკრიდან. მე ვიდექი საით პარლამენტის ჭიშკრისკენ და ტყვიები მაქვს პირდაპირ მოხვედრილი. დავინახე ასევე ერთი ადამიანი, რომელსაც სახეში მოხვდა რამდენიმე წუთის მერე. 

როცა ტყვიები გვესროლეს, არანაირი არეულობა არ ხდებოდა. არავინ არაფერს არ ისროდა, არავინ არაფერს არ აშავებდა, მით უმეტეს მე პრესაც მეწერა და კამერითაც ვიყავი. მერე ერთმა პოლიციელმა მომაძახა, კარგად უნდა მოქცეულიყავი და არ მოგხვდებოდაო, ანუ ცუდად ვიქცევით, როცა ვიღებთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ჟურნალისტმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა