სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ

სულ ნახვები : 316
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველი მაისის  ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილსამყოფელს, - ინფორმაციას ამის შესახებ, სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. 

ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის ომბუდსმენის წარმომადგენლებმა რამდენიმე დაკავებული და საავადმყოფოში მყოფი ახალგაზრდა მოინახულეს. 

„ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა  თბილისის დიღმისა და ავჭალის  იზოლატორებში  მოინახულეს 3  ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში  მყოფი აქციის მონაწილეები.  რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას. 

ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს  არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე,  ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა