ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში - ბოკუჩავა კალაძეზე

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

 ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში. მათი უტიფარი განცხადებები კი, კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა კახი კალაძის მიერ ფორმულას ჟურნალისტზე სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას.

ბოკუჩავას განცხადებით, შიში ჩანს ქართული ოცნების დეპუტატების ქმედებებშიც  და შიში ჩანდა არ შემდგარი დიქტატორი ივანიშვილის სახეზეც. 

 „სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან იმალება შიში.ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც მიმართა დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე და ასევე იმაში, რომ დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ბრაზი გადაუვლის საზოგადოებას, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში იმალება შიში, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს განსაკუთრებით თავის„სინამდვილეშიუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა