ლილოს ბაზრობაზე შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

სულ ნახვები : 243
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პროკურატურის ცნობით,  სასამართლომ ლილო მოლის ტერიტორიაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მას უვადო პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცზადებას ავრცელებს.

"პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „ლილო მოლის“ ბაზრობაზე მომხდარი შეკვეთით განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა საზღვარგარეთ მყოფი პირისგან, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით „ლილო მოლის“ მოვაჭრეებს თანხას სძალავდა, მიიღო დაზარალებულის მოკვლის შეკვეთა, რადგან ეს უკანასკნელი თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა. მსჯავრდებულმა მკვლელობისთვის ცეცხლსასროლი იარაღი და თანხა დამკვეთის მეგობრის საშუალებით მიიღო, _ ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა