რუსები უკრაინაში საომრად კანიბალებს და მფატრავებს აგზავნიან

სულ ნახვები : 193
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

რუსი კანიბალი ვოლგოგრადიდან  დასავლურ ღირებულებებთან საბრძოლველად უკრაინის ომში  წავიდა.

2013 წელს სასამართლომ მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რამდენიმე მუხლით, მათ შორის მკვლელობა უკიდურესი სისასტიკით: მან მოკლული ნაცნობი დაანაწევრა და კისი გული ტაფაზე შეწვა, მზადების პროცესი კამერით გადაიღო.

„ჩვენ ვწვავთ ადამიანს. აი, ეს არის გული. მე უკვე დავამატე ხახვი",  - ამბობდა მალიშევი ვიდეიში.

კანიბალ მალიშევის თქმით, ის უკრაინის ომში წავიდა იდეოლოგიური მიზეზების გამო:

,,მივხვდი, რატომ მივდიოდი და სად მივდიოდი. როგორ მოიქცეოდით, თუ თქვენს პატარა ქალიშვილს დაწყებით კლასში უთხრეს, როგორ  ჩაიცვას სწორად

პრეზერვატივი? ან კაცები ქუჩაში დადიან და ერთმანეთს ლოკავენ? ეს შენთვის ნორმალურია? ეს ჩემთვის ნორმალური არ არის."

ვოლგოგრადულმა გამოცემამ V1-მა

გაარკვია, რომ მალიშევი Шторм V-ს  შემადგენლობაში  ალექსანდრე მასლენნიკოვთან ერთად იბრძვის. ის კიდევ ერთი ცნობილი დამნაშავეა. 2017 წელს მან მოკლა ორი გოგონა, რომლებიც კარაოკეში გაიცნო, რის შემდეგაც დაანაწევრა და მათი ცხედრები ტყეში დამარხა.

ფოტო: კანიბალი მალიშევი (მარცხნივ) და მასლენნიკოვი (მარჯვნივ)

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა