პარლამენტი თავისუფალია, ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს - გიორგი ვაშაძე

სულ ნახვები : 471
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა

მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლებს არაფერი აქვთ სათქმელი და იმალებიან.  როგორც ვაშაძემ აღნიშნა,ამიტომაც არ გამოჩნდა დრეს საკანონმდებლო ორგანოში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. 

„დღეს „ქართული ოცნება“ დაიმალა, ხალს დაემალა, იმიტომ, რომ არაფერი სათქმელი აღარ დარჩათ. ყველაფერი ნათელია, რომ ისინი ღალატობენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შენობის შიგნით არაფერია მოსაწესრიგებელი, ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი. აგერ, ვიარე დერეფნებში და არავინ არის შიგნით. რამდენ ხანს დაიმალებიან? ფაქტია, რომ სათქმელი არაფერი აქვთ. რა უნდა თქვას საგარეო საქმეთა მინისტრმა? ერთადერთი, უნდა გადადგეს და თქვას, რომ „მე არ შევასრულებ ეროვნული ინტერესების ღალატის აქტს", რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აიძულებს „ქართლ ოცნებას“, მაგრამ სამწუხაროდ, მას ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა არ აქვს, ამიტომ დაიმალა. პარლამენტი თავისუფალია. პარლამენტში მხოლოდ ოპოზიცია არის. ხელისუფლებამ დატოვა პარლამენტი. ფაქტობრივად, პარლამენტი უბრუნდება ხალხს,“ - განაცხადა ვაშაძემ.

მან  მოქალაქეებს 19:00 საათზე პარლამენტთან დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა