ზურაბიშვილი ცეცხლზე ნავთს ასხამს, ივანიშვილმა ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა - თალაკვაძე

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ცეცხლზე ნავთს ასხამს და საზოგადოება კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს, - აცხადებს  პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც  „ბიძინა ივანიშვილის განცცხადებები მიერ დასავლელი  პარტნიორებისთვის ომის გამოცხადებად შეაფასა.

თალაკვაძის თქმით, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას მშვიდობა  შეუნარჩუნა დანარჩენი სპეკულაციებია. 

„ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად, ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებით პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე, სწორედ მისი დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ობიექტური შეფასებები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს“, - განაცხადა თალაკვაძემ

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა