„ადამიანი გაქრა “- საჩხერიდან აქციაზე ჩამოსულ გელა ნადირაძეს ეძებენ

სულ ნახვები : 402
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საჩხერიდან აქციაზე ჩამოსულ გელა ნადირაძეს ეძებენ,  ბოლოს ტვ პირველის კადრებში ნახეს, თუ როგორც სცემდნენ მას სპეცრაზმელები- ამის შესახებ ინფორმაციას ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს

„ხალხო, ადამიანი გაქრა, საჩხერედან ჩამოსულა გუშინ აქციაზე თინუშას ძიძის ბიძაშვილი, გელა ნადირაძე, რომელიც ახლობლებმა ტვ კადრებში დაინახეს, როცა მას უმოწყალოდ სცემს სპეცრაზმელების ხროვა. ამ ბიჭის ძმა, რომელიც ახლა დაღუპულია, ომის ვეტერანი იყო. გელა ნადირაძე არ ჩანს არც დაკავებულთა შორის, არც საავადმყოფოები იძლევიან ინფორმაციას, არის თუ არა მათთან და ცოცხალია თუ მკვდარი. გთხოვთ, თუ ვინმემ რამე იცით, სასწრაფოდ გამოაქვეყნოთ. ყველაზე დიდი იმედია, რომ ვინმემ შეიფარა სახლში. სხვა რა დავწერო და ეს რას ნიშნავს, ადამიანის გადამალვა, სახელის დარქმევა არ მგონია გაგიჭირდეთ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.


შენიშვნა: ფოტო პირობითია

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა