ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსები არ არიან ტრიბუნასთან - ალექსანდრე რაქვიაშვილი

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მგონია, რომ ძალიან დიდი  შეცვდომაა, როდესაც აპოლიტიკური  აქციები ტარდება  და პოლიტიკოსები არ  არიან ტრიბუნასთან, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა  ალექსანდრე რაქვიაშვილმა  განაცხადა. 

მისი  თქმით,  ამ აქციებით ხალხმა  ძალიან მკაფიოდ აჩვენა რომ არც რუსული კანონი უნდა და არც პრორუსული კურსი. 

„ძალიან შთამბეჭდავი იყო გუშინდელი მიტინგი, მე მგონი, მოსახლეობამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, რომ არ უნდა არც ეს კანონი და არც ის კურსი, რასაც ეს მთავრობა  სთავაზობს. რაც შეეხება დღევანდელ აქციებს, პოზიტიური მომენტია, რომ პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ჩვენ ვართ ორგანიზატორებიო.  მგონია, რომ ძალიან დიდი  შეცვდომაა, როდესაც აპოლიტიკური  აქციები ტარდება  და ძალიან დიდი შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსები არ  არიან ტრიბუნასთან. შეიძლება იყოს მხატვარი, მსახიობი მომღერალი, მაგრამ ეს არის მაინც ფონი. აქცია არის  პოლიტიკური, მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მიზანი და ამ მიზანს ახორციელებენ პოლიტიკოსები. სხვა   საკითხია, მოსწონთ ის თუ არ  მოსწონთ. ძალიან გვაკლიაა საჯარო დისკუსია პარტიებს  შორის - რა უნდა ხდებოდეს ასეთ მიტინგებზე, რა უნდა იყოს მოთხოვნა, შეიძლება  სხვადასხვა   სცენარი იყოს, სხვადასხვა  ვერსიები იყოს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა