ჩვენ რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია -არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანუ როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მაშინ თურმე მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების და ახლა, როცა გინდათ ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, ახლა თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას? ეს არის თქვენი ლოგიკა და ეს არის თქვენი პატრიოტიზმი? თქვენ პირდაპირ ხართ თქვენი ქვეყნის ოპოზიციაში და ამაზე ხალხი პასუხს საპარლამენტო არჩევნებში გაგცემთ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა  რთული პერიოდია და საქართველოს არ სჭირდება დესტრუქცია.

„ჩვენ ვთქვით გუშინაც და წინა დღეებშიც, რომ მსოფლიოსა და ჩვენ რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია, არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს ვთქვით სწორედ იმიტომ, რომ რეგიონშიც, ევროპის კონტინენტზეც არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების, არის პოლიტიკური პრობლემები, საარჩევნო წელია ყველგან, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს - ეს არის მშვიდობა, ეს არის ეკონომიკური ზრდა და ეს არის წარმატებები, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოართმევს ქართველ ხალხს. მინდა გამოვეხმაურო სასაცილო და უთავმოყვარეო განცხადებებს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ამ დღეებში, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო - ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი? რა შეფასებას აკეთებთ ამაზე?“, - განაცხადა  თალაკვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა